გორის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის მოლოდინშია - ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დეპუტატები 5 სექტემბერს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. მეტრეველი მისი თანამდებობიდან წასვლის მსურველებს განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს პოზიციები არ დათმონ.
|