გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ახლა უკვე ზურაბ როსებაშვილი ასრულებს _ ილია მეტრეველს თანამდებობა საკრებულს წევრებმა დღეს დილით დაატოვებინეს. მისი უნდობლობის საკითხს, რიგგარეშე სხდომაზე, ათმა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი წავიდა, ერთი არ ესწრობოდა, ერთმაც კი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. შედეგების გამოცხადების შემდეგ, მეტრეველმა განაცხადა, რომ დეპუტატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ პრემიები არ გასცა. თავად დეპუტატები კი მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ილია მეტრეველის არაკომპეტენტურობით და საკრებულოში მეტრეველის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესების გატარებით ხსნიან. ილია მეტეველი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ის თავმჯდომარედ, 2016 წლის 3 აპრილს აირჩიეს. მას შემდეგ, მეტრეველს დეპუტატების ნაწილი, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა.
|