საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურიზმის სფეროში არსებულ უდიდეს პოტენციალს. ხაზი გაესვა სამთო ტურიზმის მიმართულებით ავსტრიის გამოცდილების მნიშვნელობას . გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს ქვეყნის სწრაფი განვითარების სამთავრობო გეგმა გააცნო.
|