შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახლემწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შეხვედრებს მართავს. ქეთევან ციხელაშვილი დღეს მოსახლეობას სოფელ მერეთში შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მთავარი პრობლემა სასმელი წყალი, გაზიფიცირება და უსაფრთხოების საკითხებია. ციხელაშვილი ამბობს, რომ არარსებულ საზღვართან მცხოვრებლებს პრობლემები ეტაპობრივად მოუგვარდებათ.
|