გორში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა საღამოს საათებში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. მომხდარს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა. დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
|