შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.მათ მფლობელობაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, ტყვიამფრქვევის 3 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 15 ვაზნა იყო. აღნიშნული მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან.
|