ტელეკომპანია „დია“, ამიერიდან, შიდა ქართლში განვითარებული მოვლენების მსგავსად, მცხეთა მთიანეთში მიმდინარე სიახლეებსაც გააშუქებს. რეგიონში, რომელშიც ამ დრომდე არც ერთი მედიასაშუალება არ არსებობდა, აღნიშნულს დადებითად შეხვდნენ. ტელევიზიის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „დიას“ დირიექტორმა, არხის თანამშრომლებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოეწყო არხზე მიმდინარე პროექტების პრეზენაციაც. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
|