36-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა საოკუპაციო ზოლის მახლობლად მდებარე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვივში. ცენტრი მუნიციპალიტეტის 21 სოფლის 20 000 მდე მცხოვრებს მოემსახურება. ადგილობრივები სოფლიდან გაუსვლელად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ასევე ქონების, მიწის და ქორწინების დარეგისტრირებას. საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საზეიმო ვითარებაში გახსნა. თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
|