ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” პარტიული სია წარადგინა. როგორც ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სია 155 ადამიანისგან შედგება. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ატარებს საკუთარ სოციალურ კვლევებს და ამას ეყრდნობა, როდესაც გეგმავს წინასაარჩევნო აქტივობებს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიული სიის პირველი და მეორე ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სავარაუდოდ მთავრობაში დარჩებიან.
|