გორის მერია დასაქმების პროგრამის განხორციელებას ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ერთად იწყებს. დასაქმების მსურველებს 15 სექტემბრის ჩათვლით განაცხადების შეტანა მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში კონკურსის შედეგად 20 ბენეფიციარი შეირჩევა და დასაქმებამდე 5 თვიან გადამზადების კურსს გაივლიან. პროგრამაში მონაწილეობის მიღება გორში რეგისტრირებულ 18-დან 45-წლამდე დაუსაქმებელ პირებს შეუძლია. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 000 ლარით ფინანსდება.
|