კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა. ის დღესვე თანამშრომლებსაც დაემშვიდობა. კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიაში მე-2 ნომერია, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.