საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ასევე, შეიცვალა ამომრჩევლის დამოკიდებულება პოლიტიკისა და წინასაარჩევნო პროცესისადმი.პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია.
|