კასპში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი აღმართეს -ბიუსტი საკრებულოს წევრმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა სოფელ სასირეთის ცენტრში დადგა. მოეწყო ღონისძიება სადაც ქვეყნის წინაშე მაზნიაშვილის მიერ გაწეულ ღვაწლზე ისაუბრეს. ბიუსტის აღმართვა და ღონისძიების ჩატარარება, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა რომელიც თავისუფალი დემოკრატების მაjორიტარობის კანდიდატი გახლავთ დაუმარცხებელი გენერლის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გადაწყვიტა. სასირეთში თავისუფალი დემოკრატების ლიდერიც იმყოფებოდა თუმცა ღონისძიებაზე არ გამოჩენილან ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიუტეტის გამგებელი ამბობს, რომ მას მოსაწვევი არ მიუღია. უცნობია ისიც რა ბედი ელის გენერლის ბიუსტს, რომელიც ვახტანგ ბეჟიტაშვილმა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ასევე კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე დადგა.
|