ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება სოფელ კოშკადან გატაცებული 60 წლის მამაკაცი. ვალიკო ხიზანიშვილი შეიარაღებულმა ოკუპანტებმა სოფლის ტერიტორიიდან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და მისი დაკავება ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებული ინციდენტის შესახებ საქმის კურსში არიან შესაბამისი ორგანოები, დე-ფაქტო ცხინვალთან ოფიციაურ თბილისს უკანონოდ დაკავებულის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
|