„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პარტიის ლიდერი თანაგუნდელებთან ერთად, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშების მოსახლეობას შეხვდა , მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. პარტიის ლიდერმა ადგილობრივებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე და უბლოკო სტატუსზე ესაუბრა. ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ შავშვების მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს.
|