საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან - ივ ლე დრიანი „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ორდენი თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საფრანგეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოებას მეგობრული ურთიერთობების გამოხატულებად აღიქვამს. დღესვე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროები საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
|