არარსებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. 3 მათგანი ხაშურის, ერთი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მკვიდრია. შიდა ქართლში უკანონოდ დაკავებების სერია ორი დღის წინ განახლდა, ოფიციალური თბილისი დე-ფაქტო ცხნივლთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ტყვეების გათავისუფლებას ითხოვს. გატაცებულის ოჯახის წევრებს კი ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიიდან ცნობა არ მიუღიათ.
|