ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილის შემცვლელი 30 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს. მანამდე კი გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს მდივნის პოსტზე ვანო მაჭავარიანის, თეონა აქუბარდიას, ლევან დოლიძისა და ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურები განიხილება, თუმცა არცერთი მათგანი აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს. შეგახსენებთ რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა საბჭოს მოქმედი ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშნა.
|