2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად „ეროვნული ფორუმის“ სახელით გორში გურამ მჭედლიძე, ხოლო რაიონში სოსო ვახტანგაშვილი იბრძოლებს. მაჟორიტარობის კანდიდატები, პარტიის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დღეს ოფიციალურად წარადგინა. სანიკიძემ „ეროვნული ფორუმის“ შტაბის ხელმძღვანელიც დაასახელა, შტაბს გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისინი წინასარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებენ და ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას გეგმავენ.
|