„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თიანეთის დუშეთის და ყაზბეგის ოლქში, იოსებ შატბერაშვილი მისი ყოფილი თანაგუნდელის შალვა ნათელაშვილის კრიტიკას განაგრძობს. შატბერაშვილის თქმით, „1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ვერანაირი ეროვნების ადამიანი, ვინც მომიტინგეებს გაამტყუნებდა, ასეთი იყო მხოლოდ შალვა ნათელაშვილი. შატბერაშვილი პარალელებს ავლებს ნათელაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობების მდგომარეობას შორის 1989 წლიდან 2016 წლამდე. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ნათელაშვილი 1989 წელს „ვრემიაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ დააწინაურეს.
|