შოთა ხაბარელი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ასზე მეტ დეპუტატს შეიყვანს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ ხაბარელმა განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. შოთა ხაბარელი ქართული ოცნების“ სამგორის მე-13 ოლქის დეპუტატი და „პარტიის სიის 67-ე ნომერია, დეპუტატობის კანდიდატი ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარ პრობლემად, როგორც ხაბარელი აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის მოგვარება და უმუშევრობა რჩება. ხაბარელი ოლქის 42 000 ამომრჩეველს მომდევნო 4 წლის მანძილზე იმ საკითხების მოგვარებას ჰპირდება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ექნება გასაკეთებელი. კანდიდატი პარლამენტში სპორტსმენების შეყვანის საკითხსაც შეეხო.
|