საოკუპაციო რეჟიმის ტყეობაში ამ დრომდე რჩება საქართველოს 4 მოქალაქე. გატაცებულები გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები არიან. ცნობილია, რომ ამ დროისთვის დაკავებულების საქმეების დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი განიხილება. ტყვეებს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, მათ თვითაღიარებული ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.
|