გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, ცაბაძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, მას დანით ჭრილობა ზურგის არეში ველოსიპედით მიმავალმა მამაკაცმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დაწყებულია სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
|