საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო. ლიცეუმის ისტორიაში პირველად წელს გოგონებიც მიიღეს და უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებს მიმართა, სწავლაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლება, როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
|