პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა. მინისტრის თქმით, უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა. მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს კომპიუტერი და სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი გადაეცა.
|