საჯარო სკოლების მსგავსად, ახალი სასწავლო წელი დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებშიც. მუნიციპალიტეტის 37 ბაგა-ბაღი 2 144 აღსაზრდელს მოემსახურება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ბაღების მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშიდან მიულოცა. სოფელ ქვეშში, 24-წლიანი ლოდინის შემდეგ, საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
|