საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაათვალიერა. ის კმაყოფილი დარჩა მშენებლობის ტემპით და იმ გარემოებით, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი. მინისტრის განცხადებით, აბროლაურში აეროპორტისა და აეროდრომის მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ოთხპუქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რაჭის ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად.
|