დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს. ქუმსიშვილის თქმით, ამ ღონისძიების მიზანია ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის 24 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელზე წვდომაც საქართველოს აქვს. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წამომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
|