პაატა ბურჭულაძეს და ნიკა გვარამიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე ელოდებიან. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევაზე, პირადი საუბრის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაზე მიმდინარეობს. უწეყბაში მისვლას ბურჭულაძე და გვარამია 5 ი საათისთვის გეგმავენ. "სახელმწიფო ხალხისთვის"ერთ-ერთი ლიდერი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ უწყება არასწორი თარიღით წარადგინა და დოკუმენტში 2001 წლის პირველი იანვარია მითითებული. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში მექანიკურ შეცდომას უწოდებენ და ამბობენ რომ ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზის ბრალია.
|