ხაშურში ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით რეფერალური დახმარების ცენტრი „ჰემო დიალიზი“ გაიხსნა. დაწესებულება ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა. კლინიკა, ამიერიდან, პროგრამულ პაციენტებს მოემსახურება - მათ ვისაც თირკმლის უკმარისობა აწუხებს. რეფერალური დახმარების ცენტრი ხაშურში წლების განმავლობაში არ არსებობდა.
|