ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობა" ახალციხეში აქციით დახვდა - მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის აქტივისტები სპეციალური ბანერებით შეიკრიბნენ და ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. მესხეთის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცველები იცავდნენ. ექსპრემიერი ახალციხეში დღეს ადგილობრივი მედიის კითხვებს პასუხობდა.
|