გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისს დღეიდან ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მოემსახურება. ბაღის ახლადაშენებული შენობა გამგებელმა დავით ონიაშვილმა აღსაზრდელებთან ერთად გახსნა. გახსნას პოლონელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა და პროექტის ღირებულებამ 50 ათას ლარს გადააჭარბა. შენობაში გათბობის ინოვაციური სისტემა დამონტაჟდა. ე.წ. „თბილი იატაკის“ დასამონტაჟებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათას ლარზე მეტი გამოიყო. ბნავისის საბავშვო ბაღი მეორე ობიექტია, სადაც გათბობის ახალი სისტემა დამონტაჟდა.
|