ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ისაუბრა. მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც გაეროში პირველად, საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარება, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით მიაღწია.
|