სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო და მეტეხის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ბავშვებიც ყოველ დილით სკოლამდე მისასვლელ რამდენიმე კილომეტრიან გზას ისევ ფეხით გადიან. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაზეც იძულებით გადაადგილებული პირები საუბრობენ. ისინი წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ მეტეხის დევნილთა ჩასახლებიდან უწყებას წერილი არ მიუღია.
|