სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებულ 26 წლის ნიკა საღირაშვილს და 4 წლის რამაზ ჯინიყაშვილის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. საღირაშვილი სოფელ ქორდადან, ხოლო ჯინიყაშვილი სოფელ ბობნევიდან მიმდინარე წლის მაისის თვეში გაუჩინარდა. მათ ძალოვანი უწყების თანამშრომლები თითქმის 4 თვეა ინტენსიურ რეჟიმში ეძებენ.
|