ევროკავშირის წარმომადგენლები IV მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა. ბაზაზე სტუმრობისას ბრიგადის ხელმძღვანელობამ დელეგაციის წევრებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემოსა და ადგილზე განთავსებული ქვედანაყოფების შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა.
|