საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსულ ოკუპაციაზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების რეფორმაზე ისაუბრა. პრემიერმა მთავარ მიღწევად თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, მედია, საზოგადოების ერთიანობა და კანონის უზენაესობა დაასახელა. პრემიერის გამოსვლას, სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.