„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ოზურგეთის თეატრში მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათ ამომრჩევლებს პარტიის პროგრამა და სამოქმედო გეგმა გააცნეს. დავით ბაქრაძე ადგილობრივებს ეკონომიკურ პროგრამაზე ესაუბრა, რომლის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ სოციალურ ვითარებაზე და მათი გადაჭრის გზებზე. მხარდამჭერებს სიტყვით ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ და ლანჩხუთი - ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის კანდიდატმა ნინო კვიტაიშვილმა მიმართეს.
|