გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პოლიტიკურ ანგარიშწორებას გამორიცხავს . ინდუაშვილი გორის რაიონულ სამმართველოში უკვე დაკითხეს. ამბობს, რომ მას კონკრეტულად ირაკლი ოქრუაშვილის მიმართულებით არ უსვრია. დაცვის მხარის ინნფორმაციით, ინდუაშვილს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და მას პოლიციასთან პრეტენზიები არ აქვს . ალექსანდრე ინდუაშვილი, იგივე „ხამსა“, სამართალდამცველებმა გუშინ გორში დააკავეს და მას ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული - განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 ოქტომბერს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ორი თანმხლები პირი დაჭრა.
|