შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო. საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრი - ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შს სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს. მაღალტექნოლოგიური ცენტრი შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|