ღია კარის დღის ფარგლებში, გორის მერი წმინდაწყლის დასახლებაში მეჯვრისხევის ქუჩაზე იმყოფებოდა. ზურაბ ჯირკველიშვილი ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ასევე, დაათვალიერა მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკანალიზაციო სისტემის სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 000 ლარამდე გამოიყო. ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ თანადაფინანსების პროგრამით ამხანაგობების დახმარებას გორის მერია მომავალი წლიდანაც გეგმავს.
|