„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მედეა აბაშიძე მეჯვრისხევის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს - უწყება აბაშიძემ დღეს მიიღო. მისი განცხადებით, დაკითხვის მოტივი 2 ოქტომბერს მეჯვრისხევში მომხდარი ინციდენტია, რა დროსაც ორი ადამიანი - მათ შორის საკრებულოს დეპუტატი დაიჭრა. ინციდენტის შესახებ მედიასაშუალებებს თავდაპირველად მედეა აბაშიძემ აცნობა. მან განაცხადა, რომ ალექსანდრე ბუჯიაშვილი და მისი თანმხლები პირი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის წარმომადგენელმა ახალუბნის თემში დავით ტატიაშვილმა დაჭრა. დაჭრის ფაქტში მონაწილეობას უარყოფს დავით ტატიაშვილი, რომელიც აბაშიძეს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. ის სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.
|