ლევან ქოქოშვილის, ლევან სანთელაძის, რატი საბანაძის და გიორგი ახალკაცის მტკიცებულებების გამოკვლევა გორის რაიონულმა სასამართლომ დღეიდან დაიწყო. სხდომაზე დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ბრალდებულების დაკავებაში მონაწილეობდა, თუმცა პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 10 ოქტომბრამდე გადაიდო. იმ დროისთვის სასამართლო პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეებს დაკითხავს. ოთხივე დაკავებულს ბრალი პროკურატურამ 225-ე და 366-ე მუხლით წარუდგინა.
|