ავტოსაგზაო შემთხვევა გორში. კვერნაკის დასახლებაში, სკოლის მოსწავლეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც 9 წლის მოზარდმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მოზარდს პირველადი დახმარება გაეწია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
|