„თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თეატრის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვადა. ჩიტიშვილმა ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. პარტიის ლიდერი შეკრებილ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იგი მოაგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიებზე გადაადგილებას, რომლებიც ახლა ოკუპირებულია. შეკრებილ მოსახლეობას გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც მიმართეს.
|