შს მინისტრის მოადგილე რეგიონული სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო 6.10.2016
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ფორუმს - „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ დაესწრო და სიტყვა წარმოთქვა.
შალვა ხუციშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება.
ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე მათი უარყოფითი ზეგავლენა. ღონისძიების მიზანი იყო პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმების განსაზღვრა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება.
ფორუმს ასევე დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456