„მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა განუცხადა. იანოშ ჰერმანს საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის ძალაში შესვლის კონკრეტულ თარიღებზე საუბარი უჭირს, თუმცა დარწმუნებულია რომ ეს ძალიან მალე მოხდება. ჰერმანი მოხარულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა 5 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
|