ქარელის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მისი პარტიის კოორდინატორზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. ხანიშვილი ამბობს, რომ იური ქობესაშვილის მხრიდან მუქარის ფაქტს მის კოორდინატორზე დღეს დილით სოფელ ზღუდერში ჰქონდა ადგილი. ხანიშვულის თანაგუნდელები ადგილობრივ ჩინოვნიკებს მათ დისკრედიტაციის მცდელობაშიც სდებენ ბრალს.
|