ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ ინიციატივით პროექტის „ახალგაზრდები მოხალისეობის და თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გორში რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატა, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს „დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა და მიწისქვეშა გადასასვლელების საჭიროებისამებრ აქტიურად გამოყენება.
|