საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ. ის 82-ე საარჩევნო უბანზე 9:00 საათზე მივიდა. ალასანიას თქმით, მხარი საქართველოს უკეთეს მომავალს დაუჭირა. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ არჩევნები საქართველოში მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
|